07 აგვისტო 2026,   07:41
ვრცლად
ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა - იურისტთა ფორუმი, სადაც 30-ზე მეტ კერძო და საჯარო ორგანიზაციას ვაკანსიები ჰქონდა წარდგენილი

უკვე ერთი თვეა, მომავალი იურისტი არჩეულ პროფესიაში პრაქტიკას გადის - ლიზი გორგასლიძე იურისტთა უმაღლესი სკოლის სტაჟიროია. პრაქტიკულ გამოცდილებამდე, ლიზი გორგასლიძემ რამდენიმე ეტაპი გაიარა. მეგობრისგან დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის შესახებ შეიტყო. იურისტთა დასაქმების ფორუმს დაესწრო, სადაც 30-ზე მეტი საჯარო უწყებისა და კერძო ორგანიზაციის ვაკანსია იყო წარდგენილი. შეარჩია მისთვის სასურველი კომპანია, შეავსო განაცხადი და პასუხიც მალევე მიიღო. დასაქმების მოლოდინი არ ჰქონდა, ამბობს, რომ პროექტში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა და კონკურენცია მაღალი იყო.

იურისტთა უმაღლეს სკოლაში ლიზი გორგასლიძე კიდევ რამდენიმე თვე იმუშავებს, მასთან ერთად სტაჟირებას იურიდიული ფაკულტეტის შვიდი სტუდენტი გადის. ახალგაზრდები, კვალიფიკაციის ასამაღლებლად, ხშირად ესწრებიან სასამართლო სხდომებს და იმიტირებული სამოქალაქო დავების განხილვას.

იურისტთა ფორუმის ორგანიზატორი, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოა. პროგრამაში ჩართულ სტაჟიორები სახელმწიფოსგან, 6 თვის განმავლობაში სტიპენდიის სახით 400 ლარს იღებენ. თუმცა მანამდე, ანაზღაურებადი სტაჟირების მსურველი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში უნდა მივიდეს და განაცხადი შეავსოს. ასაკი 16 წლიდან განისაზღვრება, პრიორიტეტით ძირითადადა ახალგაზრდები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, იძულებით გადაადგილებულები და ქალები სარგებლობენ.

2025 წელს სულ 5 დასაქმების ფორუმი უკვე ჩატარდა. ანაზღაურებადი სტაჟირების პროექტში 142 ბენეფიციარი და 26 კომპანია ჩაერთო, წარმატებულებს კი მუშაობის ერთწლიანი ხელშეკრულება გაუფორმდებათ.

ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს.

დღის ამბები