აფხაზეთის მთავრობა მის დაქვემდებარებაში მყოფი პოლიკლინიკების მონიტორინგს აგრძელებს. მიზანი, დევნილების საჭიროებებზე მორგებული ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისების განვითარება და კლინიკების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებაა.
"დიომედის" წყალტუბოს ფილიალის ხელმძღვანელობას და მედპერსონალს, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ჯინჭარაძე შეხვდა. ის ადგილზე არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო.