თბილისის ნაწილს 30 ივლისს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კონკრეტულ ქუჩებსა და შუქის შეწყვეტის გრაფიკს "თელასი" ავრცელებს.
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის, ბურჯანაძის და ოცხელის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოკინაკის, ბენდელიანის, გრუზინსკის, დიდი-ჯიხაიშის, იმერეთის, გარდაფხაძის, პაკელიანის, ზედაზენის, ჯავის და გამსახურდიას ქუჩების მოსახლეობას.