"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრს, ლაშა ცანავას, ბრალს დღეს წაუყენებენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ცანავა თაღლითობის ფაქტზე დააკავა. უწყების ცნობით, ცანავა უცხო ქვეყნის მოქალაქეს, საკუთარი კავშირების გამოყენებით, საქართველოში ბინადრობის ერთწლიანი ნებართვის მოპოვებას დაჰპირდა და 5 600 დოლარი მოსთხოვა.
უწყებამ გაავრცელა ფარული აუდიო-ვიდეო მასალა, რომელიც საგამოძიებო მოქმედებების დროს იქნა მოპოვებული.