19 ივნისი 2026,   08:23
ვრცლად
"ჰამასი" პალესტინური სახელმწიფოს შექმნამდე განიარაღებაზე უარს ამბობს

"ჰამასი" მორიგ განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ დაჯგუფება არ დაყრის იარაღს, ვიდრე პალესტინური სახელმწიფო არ შეიქმნება.

"საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ ჩვენი ეროვნული უფლებების სრული აღდგენის გზით, პირველ რიგში დამოუკიდებელი, სრულიად სუვერენული პალესტინური სახელმწიფოს შექმნით, რომლის დედაქალაქიც იერუსალიმში იქნება“, - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, ისრაელი "ჰამასის" განიარაღებას კონფლიქტის დასრულებისთვის საჭირო ნებისმიერი შეთანხმების ერთ-ერთ მთავარ პირობად ასახელებს.

დღის ამბები