18 აგვისტო 2026,   22:52
ვრცლად
უკრაინაში რაც ხდება, ამ მოქმედებების დროს მთავარი არის, რომ ყველანი ვიყოთ სოლიდარულები, სხვა ტექნიკურ დეტალებზე უფრო მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს იმის შემდგომ, რაც ეს ბარბაროსული აგრესია იქნება მოგერიებული - ირაკლი ფავლენიშვილი

ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების მოთხოვნა, რომელსაც შვედეთი უკრაინას უყენებს, მიუღებელია საქართველოს ხელისუფლებისთვის - ის, რასაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, კანდიდატ ქვეყანას პირდაპირ სთხოვს, "ქართული ოცნების" თქმით, ევრობიუროკრატებმა არაპირდაპირი გზით უკვე მოითხოვეს საქართველოსგანაც.

ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას უკრაინას არავინ ავალდებულებს და ეს საფრთხე არც საქართველოს შემთხვევაში დგას. 

"უკრაინაში რაც ხდება, ამ მოქმედებების დროს მთავარი არის, რომ ყველანი ვიყოთ სოლიდარულები. სხვა ტექნიკურ დეტალებზე უფრო მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს იმის შემდგომ, რაც ეს ბარბაროსული აგრესია იქნება მოგერიებული. დღის წესრიგში არ დგას საქართველოსთან დაკავშირებით, მითუმეტეს საქართველოში მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის, მათ შორის ჩემი და სხვების პოზიციაა, რომ არ უნდა მოხდეს ასეთი რამის დაკანონება. რაც შეეხება ამ კანონის მიზანს, კანონის მიზანი იყო უფრო მეტი დისკრიმინაციული ელემენტის შემოტანა“, - აცხადებს პარტია ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი.

დღის ამბები