თბილისის მერია ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტს განაგრძობს. თბილისის განვითარების ფონდი კიდევ ერთ საცხოვრებელ კორპუსს სამგორის რაიონში აშენებს.
ვარკეთილის მესამე მასივში, ავარიული შენობის ნაცვლად, 10-სართულიანი კორპუსი შენდება. ფართებს 36 ოჯახი მიიღებს.
პროექტი 2026 წელს დასრულდება. სამუშაოები დღეს თბილისის მერმა დაათვალიერა.