შაორის ახალგაზრდულ ბანაკში სამხედრო დღე მოეწყო. თავდაცვის ძალების წარმომადგენლები სტუდენტებს შეხვდნენ და თავდაცვის ძალების ისტორიის, ამოცანების, სწავლებების და მისიების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
შეხვედრაზე გაიხსენეს სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების ისტორიები.