07 აგვისტო 2026,   08:49
ვრცლად
ამერიკული სატელევიზიო პრემია  Emmy Award-ის დაჯილდოების ცერემონია 14 სექტემბერს გაიმართება - ლოს-ანჯელესი 77-ე დაჯილდოებას წელსაც პომპეზურად უმასპინძლებს

ლოს-ანჯელესი 77-ე დაჯილდოებას წელსაც პომპეზურად უმასპინძლებს - ამერიკული სატელევიზიო პრემია Emmy Award-ის დაჯილდოების ცერემონია, 14 სექტემბერს გაიმართება.

წლევანდელი "ემის" მთავარი ფავორიტი Severance-ია. ფსიქოლოგიური თრილერი, რომელმაც 27 ნომინაცია მოიპოვა, მათ შორის, მთავარი როლის შემსრულებელი, საუკეთესო მსახიობი მამაკაცისა და ქალის კატეგორიებში.

23 ნომინაციით ლიდერობს სეთ როგენის მიერ შექმნილი ახალი კომედიური სერიალი "the studio". სერიალმა ემის ნომინაციების რეკორდი დაამყარა და გასულ წელს სერიალ "the bear"-ის შედეგი გაიმეორა. წელს კი, "the bear-ს" ნაკლებად გაუმართლა. სერიალი, სადაც ძირითადი მოქმედება რესტორანში ხდება, "ემის" 13 ნომინაციაშია წარდგენილი.

"ნეტფლიქსის" ახალი, სამხრეთ კორეული სერიალი სასიკვდილო თამაშებში ჩაბმულ ადამიანებზე მოგვითხრობს. "სქვიდ გეიმში" ადამიანები ერთმანეთს ფულადი პრიზისთვის უპირისპირდებიან. მიუხედავად იმისა, რომ სერიალმა "ნეტფლიქსის" ნახვების რეკორდი დაამყარა, დაჯილდოების ნომინაციებში დასახელებული არ არის.

Adolescence - ბრიტანული მინი სერიალია. კრიმინალური დრამის მთავარი გმირი 13 წლის სკოლის მოსწავლეა, რომელიც დაპატიმრებულია გოგონას მკვლელობის ბრალდებით. დრამა, "ემის" საუკეთესო სერიალის კატეგორიაშია წარდგენილი.

მთავარი როლის შემსრულებელ საუკეთესო მამაკაცის ტიტულისთვის წარდგენილთა შორის არიან გერი ოლდმენი, პედრო პასკალი და ადამ სკოტი.

დაჯილდოების ცერემონიაზე ვიხილავთ ადამ ბროუდის. ამერიკელ მსახიობს განსაკუთრებული წარმატება მოუტანა სეთ კოჰენის როლმა სატელევიზიო შოუში სახელწოდებით "the o.c.". მოგვიანებით კი მსახიობი გამოჩნდა მისტერ და მისის სმიტებშიც. "Nobody wants this" წელს გამოვიდა, რომელიც სიყვარულზე მოგვითხრობს.

ემის დაჯილდოებაზე ვიხილავთ "The diplomat-ს" ქერი რასელის მონაწილეობით. ფილმი მოგვითხრობს დიპლომატზე, რომელიც ავიამზიდზე თავდასხმის შედეგად გამოწვეული საერთაშორისო კრიზისის შემდეგ, დიდ ბრიტანეთში ელჩის თანამდებობას იკავებს.

ვინ იქნება Emmy Award-ის დაჯილდოების წამყვანი - მთავარ კითხვაზე პასუხი ორგანიზატორებმა უკვე გასცეს. დაჯილდოებას წელს კომიკოსი ნეიტ ბერგეიტსი გაუძღვება.

წითელი ხალიჩა და ცნობილი სახეები მთელი მსოფლიოდან - 1 თვეში ლოს-ანჯელესში ჰოლივუდის ვარსკვლავები მოიყრიან თავს. სატელევიზიო პრემიის მფლობელებს კი, ეტაპობრივად ცერემონიის მიმდინარეობისას გავიგებთ.

დღის ამბები