07 აგვისტო 2026,   08:26
ვრცლად
ელექტროპოპის ლეგენდარული ჯგუფი მალე საქართველოში - Empire of the Sun- ის კონცერტი Black Sea Arena-ზე გაიმართება

ელექტროპოპის ლეგენდარული დუო მალე საქართველოში - მუსიკალური, ენერგიული, ფერადი და სანახაობრივი.

ჯგუფი, რომელიც ვიზუალური ექსპერიმენტებით და მუსიკალური ჟანრების ორიგინალური შერწყმით 2008 წლიდან იპყრობს მელომანების გულებს.

თანამედროვე მუსიკის ჰიტების ავტორები, 27 აგვისტოს, "Black Sea Arena-ს" წინა სცენას დაიკავებენ და მაყურებელს ირეალურ სამყაროში, კოსმოსური ხმებისა და ვიზუალური ფანტაზიის სინთეზის სივრცეში გადაიყვანენ.

Empire of the Sun-ის კონცერტისთვის განსაკუთრებულთ არა მხოლოდ არტისტები და ორგანიზატორები, სტუმრებიც ემზადებიან. ავსტრალიელი მუსიკოსების გაკვირვებას მსმენელი ორიგინალური რეკვიზიტებითა და კოსტიუმებით შეეცდება.

Empire of the Sun-ი საქართველოს 2024 წლის მსოფლიო ტურნეს ფარგლებში სტუმრობს. მსმენელს შესაძლებლობა შეუერთდეს ამ მუსიკალურ ისტორიას ჯერ კიდევ აქვს - ბილეთების გაყიდვა არ დასრულებულა.

მათ კი, ვინც ზღაპრულ კონცერტს დაესწრება, ასევე ექნება შესაძლებლობა, შოუს შემდეგ გადაინაცვლოს ე.წ. After Party-ზე, "სოციალურ სივრცეში".

Empire of the Sun-ის შოუ იქნება "სტარრინგ ჯორჯიას" სეზონის ბოლო ღონისძიება და გვირგვინი 3-წლიანი მუსიკალური დღესასწაულების ციკლისა, რომლის ფარგლებშიც, საქართველომ არაერთ მსოფლიო ვარსკვლავს უმასპინძლა, სლოგანით "აყევით ვარსკვლავებს - საქართველო მთავარ როლში".

დღის ამბები