სკოლების რეაბილიტაცია აჭარაში - ბათუმის მე-7 საჯარო სკოლის გამაგრებით და სარემონტო სამუშაოებზე 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. სრულად შეიცვალა შენობის ფასადი.
მე-7 საჯარო სკოლა ერთადერთი არ არის, სადაც მოსწავლეებს განახლებული გარემო დახვდებათ. აჭარა ახალ სასწავლო წელს 6-ვე მუნიციპალიტეტში 27 რეაბილიტირებული სკოლით იწყებს.
აჭარაში, სკოლების რეაბილიტაცია-მშენებლობის პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება. მიმდინარე პროექტებზე მთავრობის თავმჯდომარემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
განახლებულ სკოლებში სწავლას წელს 10 000-ზე მეტი მოსწავლე დაიწყებს. აჭარას 6 ათასამდე პირველკლასელი ეყოლება.