მარნეულის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობას შეხვდა. მან ისაუბრა ქალთა როლის გაძლიერებაზე პოლიტიკასა და ეკონომიკაში, მათ შესაძლებლობასა და მეტ ჩართულობაზე მიმდინარე პროცესებში.
სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალებთან ინტერაქციულ შეხვედრას პარტია "ქართული ოცნების" მარნეულის ორგანიზაციის ხელმძღვანელიც ესწრებოდა.
"ჩვენ, ტრადიციულად, ვაგრძელებთ ჩვენს მოსახლეობასთან შეხვედრას. დღეს გვქონდა ძალიან საინტერესო თემატური შეხვედრა მარნეულელ ქალბატონებთან. ქალბატონების ჩართულობა როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე, ასევე სხვა სექტორში როგორიც არის ბიზნესი და მედიცინა, ძალიან მნიშვნელოვანია“, - აცხადებს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" დაური ისმაილოვი.