07 აგვისტო 2026,   08:06
ვრცლად
გლდანის მე-7 მიკრორაიონის N10 კორპუსთან რეკრეაციული სივრცე განახლდა

გლდანის მე-7 მიკრორაიონის N10 კორპუსთან რეკრეაციული სივრცე განახლდა. გლდანის რაიონის გამგეობამ დაახლოებით 1500 კვ.მ ფართობზე, სკვერისა და სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია განახორციელა. ტერიტორიაზე მოეწყო მოსასვენებელი პავილიონი, ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონა, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, დაიგო ბალახი და დაირგო ხე-მცენარეები, განთავსდა სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.

პროექტზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით 350 000 ლარი დაიხარჯა.

 

დღის ამბები