"არმია" ქვიშის ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონი გახდა. ფინალში თავდაცვის სამინისტროს გუნდი "ბათუმს" დაუპირისპირდა და 9:2 დაამარცხა.
გამარჯვებულ გუნდს საჩემპიონო თასი და მედლები საზეიმო ვითარებაში გადაეცა.
ამ გამარჯვებით "არმიამ" მომდევნო წლის ჩემპიონთა ლიგის "ა" დივიზიონის საგზური მოიპოვა.