დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ისანში, აწყურის ახლად რეაბილიტირებული ქუჩა გახსნა. სამუშაოები ლეხ კაჩინსკის კვეთიდან ჩაჩავას ქუჩამდე არსებულ მონაკვეთზე ჩატარდა.
სამუშაოებს კახა კალაძე მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
პროექტის ფარგლებში, სრულად რეაბილიტირდა მიწისქვეშა და მიწისზედა კომუნიკაციები. მოეწყო ტროტუარი, დაიგო ასფალტის საფარი, დაიხაზა ზოლები და მოეწყო გადასასვლელები. დამონტაჟდა საგზაო ნიშნები და შუქნიშნები.
სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან 6.5 მილიონი ლარით დაფინანსდა.