"ქართული ოცნება" წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს რუსთავში.
ჭყონდიდელის სახელობის უბანში, მოსახლეობას ნინო ლაცაბიძე, მაჟორიტარობის კანდიდატ გიგა კიკვაძესთან და "ქართული ოცნების" პროპორციული სიის წევრებთან ერთად შეხვდა.
"ძალიან პოზიტიური შეხვედრები გვაქვს რუსთავში მოსახლეობასთან. "ქართული ოცნების" გუნდი ვხვდებით ყველა უბანში ადამიანებს და ვისმენთ მათ მოსაზრებებს თუ როგორი უნდა იყოს მომავალში ქალაქი. ეს შეხვედრები არის ძალიან მნიშვნელოვანი და დარწმუნებული ვარ საარჩევნო კამპანია ასეთ მშვიდ ვითარებაში გაგრძელდება", - აცხადებს ნინო ლაცაბიძე.