07 აგვისტო 2026,   06:30
ვრცლად
"ქართული ოცნების" საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსიძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა

"ქართული ოცნების" საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსიძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, არჩილ ნიჟარაძემ ადგილობრივებთან ერთად განიხილა რაიონში უკვე განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები და მათი გავლენა ქალაქის განვითარებაზე. შეკრებილებს კანდიდატმა გააცნო სამომავლო გეგმებიც. აქცენტი ადგილობრივების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაკეთდა.

"შევხდით მოსახლეობას, რა თქმა უნდა, ძალიან თბილის შეხვედრა გვქონდა, ძალიან კარგი მუხტი მოდის მოსახლეობისგან. ამ ქუჩაზე უამრავი რამ გაკეთდა და, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხელშეწყობით, კიდევ ბევრი რამ გაკეთდება," - აცხადებს არჩილ ნიჟარაძე.

დღის ამბები