10 აგვისტო 2026,   03:51
ვრცლად
საქალაქო სასამართლო ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული გელა უძილაურის საქმეს განიხილავს

საქალაქო სასამართლო ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული გელა უძილაურის საქმეს განიხილავს. დღეს პროცესზე მტკიცებულებებს იკვლევენ.

მკვლელობა 14 მარტს ჭავჭავაძეზე მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, უძილაურმა ჯანგველაძეს რამდენჯერმე ესროლა და ადგილზევე მოკლა.

დანაშაული 16-იდან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

"დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკითხავს 11 მოწმეს. ასევე, გამოკვლეული იქნება სხვადასხვა ნივთიერი მტკიცებულება. ყველა მოწმეს [საქმესთან] შემხებლობა აქვს, რომლებიც ადასტურებენ გელა უძილაურის ბრალდების საქმეს. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ საქმეში მოწმეები ადასტურებენ როგორც, ერთი მხრივ, მის უშუალო მონაწილეობას მკვლელობასთან დაკავშირებით, ასევე, მის მიერ ანგარებითა და შეკვეთით ჩადენილ მკვლელობას", - აცხადებს პროკურორი ლევან ვეფხვაძე.

დღის ამბები