10 აგვისტო 2026,   01:42
ვრცლად
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა გამოკითხვები გრძელდება - მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოძიებას "ისტ-ვესტ მენეჯმენტის" დირექტორი გიორგი ჩხეიძე პასუხობს

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა გამოკითხვები გრძელდება. მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, უკვე ერთი საათია გამოძიების კითხვებს პასუხობს "ისტ-ვესტ მენეჯმენტის" დირექტორი გიორგი ჩხეიძე.

საქმე ეხება პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას. მუხლი, რომლითაც საქმეა აღძრული,  საბოტაჟის, უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და ქვეყნის უშიშროების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზებას ითვალისწინებს.

"როდესაც წინა პარასკევს დაკითხვა ჩავატარეთ, ამ კომპანიის ერთ-ერთმა დირექტორმა ბრძანა, რომ დაფინანსების ანგარიშგება იყო ძალიან მარტივი, ანუ, მათ მხოლოდ უნდა დაედასტურებინათ, რომ პროექტი შესრულდა და არავითარი ფინანსური მხარე ამ კუთხით არ კონტროლდებოდა. ასევე თქვა ისიც, რომ ეს იყო პირდაპირ USAID-დან მოთხოვნა, რათა არასამთავრობოებს არ გართულებოდათ მუშაობა ამ კუთხით. ჩვენი აზრით, ეს ცოტა საეჭვოა, რადგანაც შესაძლოა ერთ ფარატინა ფურცელზე შეიძლება დაწერონ, რომ რაღაც პროექტი შესრულდა, თუმცა იმის უკან რა დგას არავინ იცის. სწორედ ამ მიმართულებით გვექნება კითხვები ბატონ გიორგისთან", - აცხადებს პროკურორი ლაშა კოტრიკაძე.

დღის ამბები