ქვემო ქართლის რეგიონში ახალ სასწავლო წელს ახლად რეაბილიტირებულ სკოლებში შეხვდნენ. დმანისისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების სოფელ ჭაპალასა და მაშავერას განახლებული სკოლები განათლების მინისტრმა გახსნა. ორივე სკოლის შენობა სრულად განახლდა და ადაპტირდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.
მინისტრმა მოსწავლეებს, მსწავლებლებს და მშობლებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
ღონისძიებებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.