07 აგვისტო 2026,   01:47
ვრცლად
ქუთაისის ცენტრალური არქივი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს - ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი დაესწრო

ქუთაისის ცენტრალური არქივი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. საიუბილეო ღონისძიება ქუთაისის ცენტრალური არქივის შენობაში გაიმართა.

აქ დაცულია დოკუმენტები მეჩვიდმეტე საუკუნიდან, რომლებიც დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობასა და იქ მოღვაწე ცნობილი ადამიანების მოღვაწეობას ასახავს.

ფონდებში დაცულია იმერეთის მეფეების გაცემული ისტორიული საბუთები, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტების წყალობის წიგნები, მოსახლეობის აღწერის მასალები; ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, კონსტანტინე გამსახურდიას, გრიგოლ რობაქიძის, გალაკტიონ ტაბიძის, გაბრიელ ქიქოძისა და სხვათა ავტოგრაფები.

ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი დაესწრო.

დღის ამბები