07 აგვისტო 2026,   00:17
ვრცლად
ზურაბ აბაშიძე მთაწმინდის რაიონში წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს - შეხვედრაზე საუბარი მოახლოებულ არჩევნებსა და მოქალაქეებისთვის სხვადასხვა აქტუალურ საკითხს შეეხო

ზურაბ აბაშიძე მთაწმინდის რაიონში წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს. შეხვედრაზე საუბარი მოახლოებულ არჩევნებსა და მოქალაქეებისთვის სხვადასხვა აქტუალურ საკითხს შეეხო.

აბაშიძე მოსახლეობას, მთაწმინდის რაიონის დელეგატთან და "ქართული ოცნების" მთაწმინდის რაიონის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან ერთად შეხვდა.  

"გვქონდა როგორც ადგილობრივი საკითხების განხილვა, ის პრობლემები, რომელიც აწუხებს მოსახლეობას, ასევე იმ პოლიტიკურ ვითარებაზე, რაც ხდება ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები ყოველდღე ფიქრობენ იმას, როგორ შევინარჩუნოთ მშვიდობა, როგორ გაძლიერდეს ქვეყნის ეკონომიკა და არიან მზად იმისთვის, რომ მთაწმინდის მოსახლეობის უმრავლესობა მივიდეს 4 ოქტომბერს და გააკეთოს სწორი არჩევანი," - აცხადებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან", ზურაბ აბაშიძე.

დღის ამბები