რუსთავის მერი, მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას რუსთავში განაგრძობს. ნინო ლაცაბიძე, ადგილობრივებისგან საჭიროებებს ისმენს და, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებთან და პროპორციული სიის წევრებთან ერთად, საუბრობს მომავალ გეგმებსა და გამოწვევებზეც.
"რუსთავში წინასაარჩევნო შეხვედრები გამოირჩევა ხალხმრავლობით, გამოირჩევა ძალიან პოზიტიური დამოკიდებულებით იმ პოლიტიკასთან, რომელსაც "ქართული ოცნების" გუნდი, როგორც ქვეყნის, ასევ ქალაქის მასშტაბით ვახორციელებთ. ვაგრძელებთ შეხვედრებს და ვაცნობთ იმ გეგმებს, რომელსაც მომდევნო 4 წლის განმავლობაში განვახორციელებთ," - აცხადებს რუსთავის მერი, მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან", ნინო ლაცაბიძე.