07 აგვისტო 2026,   00:58
ვრცლად
ახალციხეში მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი საარჩევნო კამპანიას აქტიურად განაგრძობს

ახალციხეში მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი საარჩევნო კამპანიას აქტიურად განაგრძობს. ვარლამ წიკლაური მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, თამარაშვილისა და ივანე ახალციხელის ქუჩების მცხოვრებლებს შეხვდა. წიკლაურმა პირობა დადო, რომ ახალციხის განვითარებისათვის ყველაფერს გააკეთებს.

"აქტიურად ვაგრძელებთ წინასაარჩევნო კამპანიას, ვმართავ მოსახლეობასთან შეხვედრებს. უკვე გავმართე 45 სოფელში ძალიან საინტერესო შეხვედრა. შევხვდი თითოეულ მოსახლეს. დღეიდან დავიწყეთ უკვე შეხვედრები ახალციხეში, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს ულამაზეს ქალაქში და ვპირდები მოსახლეობას, რომ უფრო მეტს გავაკეთებთ," - აცხადებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან", ვარლამ წიკლაური.

 

 

დღის ამბები