07 აგვისტო 2026,   17:20
ვრცლად
ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალური წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს შორის ერთ-ერთი გიორგი კანდელაკია

ათობით მილიონი ლარის ღირებულების უაქციზო ალკოჰოლი და სიგარეტი ამოიღო საგამოძიებო სამსახურმა. დაკავებულია 7 პირი. მათ შორის არის ყოფილი მოკრივე, ბიზნესმენი გიორგი კანდელაკი.

საუბარია 75 ათას ბოთლ სასმელსა და 318 ათას კოლოფ უაქციზო სიგარეტზე. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებს, წლების განმავლობაში, შიდა ქართლში არალეგალური ქარხანა ჰქონდათ, სადაც პროდუქციას კუსტარულად ამზადებდნენ.

დღის ამბები