07 აგვისტო 2026,   07:37
ვრცლად
ელენე ხოშტარიას 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ელენე ხოშტარიას, აღკვეთის ღონისძიების სახით, 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, საპატიმრო გირაოს გადასახდელად კი მას 20 დღე განესაზღვრა.

პროკურორის განმარტებით, ელენე ხოშტარიამ დააზიანა კახა კალაძის საარჩევნო ბანერი, რითაც პარტიას 570 ლარის ზიანი მიადგა.

პროცესს, პროტესტის ნიშნად, არ ესწრება თავად დაკავებული. ელენე ხოშტარიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გირაოს არ გადაიხდის.

დღის ამბები