07 აგვისტო 2026,   05:47
ვრცლად
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ლაშა მაისურაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ პირს - ლაშა მაისურაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მას და კიდევ ერთ პირს, პროკურატურამ ბრალი საადვოკატო საქმიანობის ხელშეშლისა და ჯგუფურად ჩადენილი მუქარის მუხლით წარუდგინა.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა შეხვედრაზე დაითანხმა ლევან ჯანგველაძის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, სანდრო წივწივაძის ყოფილი ადვოკატი.

შემდეგ მობილურით ალაპარაკა მეორე ბრალდებულს, რომელიც მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. დანაშაული 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები