რუსთავში "ქართული ოცნების" აქტიური საარჩევნო კამპანია გრძელდება. შოთა რუსთაველის სახელობის სამაჟორიტარო ოლქში შეკრებილ რუსთაველებს, ნინო ლაცაბიძემ და მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ტუხაშვილმა, ის პროექტები გააცნეს, რომლის განხორციელებაც მომდევნო 4 წლის განმავლობაში აქვთ დაგეგმილი.