10 აგვისტო 2026,   10:11
ვრცლად
2024 წლის პერიოდში მის ორგანიზაციას გარკვეული შესყიდვები აქვს განხორციელებული, გვაქვს კითხვები ეს ინვენტარი რისთვის იყო საჭირო, აქციის მონაწილეებისთვის თუ ორგანიზაციისთვის - პროკურორი "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელზე

საქალაქო სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა გამოკითხვები გრძელდება. უკვე ერთი საათია გამოძიების კითხვებს "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელი ნინო ევგენიძე პასუხობს. მუხლი, რომლითაც საქმეა აღძრული, ითვალისწინებს საბოტაჟის, უცხოური ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და ქვეყნის უშიშროების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზებას.

საქმის პროკურორის განცხადებით, "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრს" 2024 წლის პერიოდში გარკვეული შესყიდვები აქვს განხორციელებული, სწორედ ამასთან დაკავშირებით ჰქონდათ კითხვები ორგანიზაციის ხელმძღვანელთან, ნინო ევგენიძესთან.

„2024 წლის პერიოდში მის ორგანიზაციას გარკვეული შესყიდვები აქვს განხორციელებული. ეს არის 2024 წლის ოქტომბრიდან, 2025 წლის დასაწყისამდე. გვაქვს კითხვები, მაგალითად ეს ინვენტარი რისთვის იყო საჭირო, აქციის მონაწილეებისთვის თუ ორგანიზაციისთვის, და კონკრეტულად მას რა მოთხოვნები ჰქონდა, იზიარებდა თუ არა იმ მოთხოვნებს, რაც ეხებოდა კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, აქციის წინააღმდეგობას და სხვა მსგავს განცხადებებს“, - აცხადებს საქმის პროკურორი.

დღის ამბები