დედაქალაქი სახალხო დღესასწაულ "თბილისობას" მრავალფეროვანი პროგრამით ხვდება, სადაც ყველა ასაკის მოქალაქის გემოვნება გათვალისწინებულია. ღონისძიების მთავარი ლოკაციები რიყის პარკი და ორბელიანის მოედანი იქნება.
რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანზე დამონტაჟებულია თემატური დეკორაციები, მოცულობითი ინსტალაციები და ფოტოზონები. მოეწყობა ღია კინოთეატრები, სამეწარმეო მარკეტები, გასტრონომიული და ღვინის ფესტივალები. დღის განმავლობაში დაგეგმილია საბავშვო კონცერტები, გასართობი და სპორტული აქტივობები, მუსიკალური საღამოები და თეატრალიზებული წარმოდგენები. აბანოთუბანში გაიმართება გამოფენა-გაყიდვა "თბილისური მრავალფეროვნება".
20 სექტემბერს, 20:00 საათზე, თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია ჩატარდება, ხოლო 21 სექტემბერს, 20:00 საათზე, ევროპის მოედანზე "თბილისობა 2025" გრანდიოზული საზეიმო კონცერტით დასრულდება.
პროგრამა
ორბელიანის მოედანი
20-21 სექტემბერი, 12:00-22:00
• ღია კინოთეატრი
• შემოდგომის ნუგბარი
• ყველისა და ღვინის კუთხე
• ქალ მეწარმეთა ასოციაცია
• კაფე "ლაღიძის წყლები"
• სამეწარმეო მარკეტი
• თემატური ფოტოზონები
• ტკბილეულის სივრცე
• კვების ზონა
• საბავშვო კონცერტები
• საბავშვო და გასართობი აქტივობები
• თეატრალიზებული წარმოდგენები და პერფორმანსები
• საღამოს კონცერტები
• ელექტრონული მუსიკა
ორბელიანის მოედნის მუსიკალური პროგრამა
20 სექტემბერი – იტალიის ქუჩა (საბავშვო კონცერტების სცენა)
• 12:00 – ჟირაფი ჟოზეს წარმოდგენა
• 13:00 – ნუკრი კაპანაძის სტუდია
• 14:00 – "მეკო სტუდიის" კონცერტი
• 15:00 – "ბასტი-ბუბუს სტუდიის" კონცერტი
20 სექტემბერი – გიორგი ათონელის ქუჩა (საღამოს კონცერტების სცენა)
• 14:00 – თბილისის ბიგ-ბენდის კონცერტი
• 20:00 – თეატრალიზებული წარმოდგენა "თეატრალური თბილისი"
20 სექტემბერი – ანტონ ფურცელაძის ქუჩა (ელექტრონული მუსიკის სცენა)
• 16:00 – DJ Kereselidze
• 19:00 – DJ Machaidze
21 სექტემბერი – იტალიის ქუჩა (საბავშვო კონცერტების სცენა)
• 12:00 – "Sunny Studio"-ს კონცერტი
• 13:00 – "ბზიკების სტუდიის" კონცერტი
• 14:00 – ანსამბლ "ენკი-ბენკის" კონცერტი
• 15:00 – სტუდია "ნუცას სკოლის" კონცერტი
• 16:00 – ინგას და გიგის საბავშვო მუსიკალური სტუდია
21 სექტემბერი – გიორგი ათონელის ქუჩა (საღამოს კონცერტების სცენა)
• 20:00 – ანსამბლ "ქართული ხმების" კონცერტი
21 სექტემბერი – ანტონ ფურცელაძის ქუჩა (ელექტრონული მუსიკის სცენა)
• 16:00 – DJ Machaidze
• 19:00 – DJ Kereselidze
აბანოთუბანი
20-21 სექტემბერი
• 12:00 – გამოფენა-გაყიდვა "თბილისური მრავალფეროვნება"
რიყის პარკი
20-21 სექტემბერი, 12:00-22:00
• გასტრონომიული ფესტივალი
• სამეწარმეო მარკეტი
• ტკბილეულის ფესტივალი
• ღვინისა და ყველის სივრცე
• ლუდის ზონა
• დეკორატიული თაღი და ხეივანი
• ატრაქციონები
• ღია კინოთეატრი
• თემატური დეკორაციები, ინსტალაციები და ფოტოზონები
• თეატრალიზებული წარმოდგენები და პერფორმანსები
• ზღაპრის გმირების მსვლელობა
• საბავშვო გასართობი აქტივობები
• სპორტული თამაშები: ქართული ჭიდაობა, კრიობა, ნარდი, ჭადრაკი, მაგიდის ჩოგბურთი, მინი გოლფი
• საბავშვო კონცერტები
• საღამოს კონცერტები
რიყის პარკის მუსიკალური პროგრამა
20 სექტემბერი – საბავშვო კონცერტები
• 12:00 – "ბზიკების სტუდიის" კონცერტი
• 13:00 – "ნუცას სკოლის" სტუდიის კონცერტი
• 14:00 – ანსამბლ "ენკი-ბენკის" კონცერტი
• 15:00 – "ანა-ბანას" სტუდიის კონცერტი
20 სექტემბერი
• 18:00 – ქართული ესტრადის შემსრულებლების კონცერტი
21 სექტემბერი – საბავშვო კონცერტები
• 12:00 – ჟირაფი ჟოზეს წარმოდგენა
• 13:00 – ანსამბლ "სი მი"-ს კონცერტი
• 14:00 – "ქენდი სტუდიოს" კონცერტი
• 15:00 – "ბასტი-ბუბუს სტუდიის" კონცერტი
21 სექტემბერი
• 18:00 – ქართული ესტრადის შემსრულებლების კონცერტი
ევროპის მოედანი
21 სექტემბერი, 20:00
• საზეიმო გალა-კონცერტი "ყველა უმღერის თბილისს"