დღეს თბილისობაა. დღევანდელი დღის მთავარი მოვლენა - საპატიო თბილისელების დაჯილდოება, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 8 საათზე გაიმართება.
განსაკუთრებული დამსახურებისათვის თბილისელებს საპატიო წოდებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე გადასცემს. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მაია ჯაბუა, ოთარ ჯორჯიკია, ჯგუფი "ალილო", საქართველოს ქალთა კამერული ორკესტრი.
საღამოს მუსიკალურად დავით მაზანაშვილის ბენდი გააფორმებს, ხოლო მურო გაგოშიძის "ცეკვის ლაბორატორია" მაყურებელს გოგი ცაბაძის კომპოზიციაზე შექმნილ ქორეოგრაფიულ ნომერს შესთავაზებს.
"ვცდილობთ, რომ დასამახსოვრებელი საღამო ვაჩუქოთ ჩვენს თბილისელებს. იმედია გამოგვივა ეს ყველაფერი. ვცდილობთ, რომ იყოს თბილისი საღამო. მონაწილეობს მაზანაშვილის გუნდი, ასევე მურო გაგოშიძე თავისი ჯგუფით. იმედი მაქვს, ყველაფერი ისე გამოვა, როგორც დავგეგმეთ," - ამბობს რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილი.
თბილისის მერიის ღონისძიებათა უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ნინუცა ბუცხრიკიძე დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ საუბრობს.
"ორივე დღეს 12 საათიდან გვიან საღამომდე, რიყის პარკი და ორბელიანის მოედანი უმასპინძლებს ვიზიტორებს და დარწმუნებული ვართ, რომ ოჯახის თითოეული წევრი თავისთვის საინტერესო აქტივობას და სივრცეს იპოვის. რაც შეეხება საკონცერტო ნაწილს, 20 რიცხვს შეაჯამებს საპატიო თბილისელის ღონისძიება, რომელიც გაიმართება ცერემონიების სასახლეში, ხოლო მეორე დღეს დააგვირგვინებს გალა კონცერტი, რომელიც ევროპის მოედანზე გაიმართება" - აცხადებს ნინუცა ბუცხრიკიძე.