10 აგვისტო 2026,   01:03
ვრცლად
ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებისა და შენახვის საქმეზე საქალაქო სასამართლოში პროცესი იწყება

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებისა და შენახვის ფაქტებზე სასამართლო პროცესი იწყება. პროკურატურამ საქმეზე 4 პირს ბრალი დღის პირველ ნახევარში წარუდგინა. 

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დანაშაულებრივ სქემაში ჩართული იყო თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ახლო ნათესავი და მისი დაცვის წევრი.

უწყების ცნობით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ოჯახის წევრმა 2023-მ წელს დააფუძნა კომპანიები და გორში სიგარეტის მწარმოებელი არალეგალური ქარხანა მოაწყო, სადაც წლების განმავლობაში უაქციზო თამბაქოს ნაწარმს უშვებდა. დამფუძნებელთან ერთად, დაკავებულები არიან საწარმოს დირექტორი და უსაფრთხოების უფროსი. ამოღებულია ორ მილიონ ლარზე მეტის ღირებულების უაქციზო სიგარეტი "კარელია" - სულ 324 ათასამდე კოლოფი.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გახლავთ შპს. გორი ისთეითის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, რომელსაც სახელმწიფო ბრალდება ედავება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების ა ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ ეტაპზე, შეუძლებელია გითხრათ სხვა დეტალები," - ამბობს ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი.

დღის ამბები