07 აგვისტო 2026,   04:44
ვრცლად
გადაუღებელმა წვიმამ ფოთში ინფრასტრუქტურული პრობლემები შექმნა

გადაუღებელმა წვიმამ ფოთში ინფრასტრუქტურული პრობლემები შექმნა. დატბორილია ქუჩები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, დაზიანებულია მოსახლეობის საყოფაცხოვრებო ნივთები, ზარალი მიადგა ერთ-ერთ ყვავილების მაღაზიასაც.

ადგილზე მობილიზებული არიან შესაბამისი სამსახურები. ფოთის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, დაზარალებულთა აღრიცხვის პროცესი მიმდინარეობს, რათა მათ შესაბამისი დახმარება გაეწიოთ.

დღის ამბები