ვანში სახალხო დღესასწაულის ტრადიცია გრძელდება. "ვანელობა 2025-ის" ფარგლებში, მუნიციპალიტეტში ყველა თაობის ადამიანის ინტერესებზე მორგებული სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა.
მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ნაწილში მოწყობილი იყო ფოტოზონები, ასევე ჯიხურები, სადაც ადგილობრივ მეწარმეებს, შემოდგომის ნობათთან ერთად, ხელნაკეთი ნივთები ჰქონდათ წარმოდგენილი.
"ვანელობა 2025-ის" ფარგლებში, საზეიმო ღონისძიებას ვანის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება და კონცერტი დაასრულებს.
სამომავლოდ, ვანის ადგილობრივი ხელისუფლება "ვანელობის" კიდევ უფრო მასშტაბურად აღნიშვნას გეგმავს.