ახალციხეში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს განაგრძობს "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი.
ვარლამ წიკლაურმა ადგილობრივ მოსახლეობას ის პრიორიტეტები გააცნო, რომლის განხორციელებაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აქვს დაგეგმილი. ის მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი და პროგრამა სწორედ მათი ინტერესებიდან გამომდინარე განხორციელდება.