07 აგვისტო 2026,   01:10
ვრცლად
"კონფერენციაში მონაწილეობენ, განათლების ხარისხის მიმართულებით, მოწინავედ მიჩნეული საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები" - განათლების მინისტრმა საერთაშორისო კონფერენცია გახსნა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 15 წლის იუბილესთან და საქართველოს ბოლონიის პროცესში ჩართვის 20 წლისთავთან დაკავშირებით, საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, სადაც უმაღლესი, პროფესიული, ზოგადი, ადრეული და სკოლამდელი განათლების მიმართულებები განიხილება.

შეხვედრა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გახსნა.

"ამ კონფერენციაში მონაწილეობს 7 საერთაშორისო ორგანიზაციის, ასოციაციის ხელმძღვანელი, რომელიც განათლების ხარისხის მიმართულებით ითვლებიან წამყვან ორგანიზაციებად. აქ საკითხები შეეხება, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეხება ინტერნაციონალიზაციის თემას უმაღლესი განათლების თვალსაზრისით, რაც ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებას შეუწყობს ხელს და, რა თქმა უნდა, იქნება მნიშვნელოვანი დისკუსია, დებატები განათლების ხარისხის საკითხებთან დაკავშირებით“, - აცხადებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე.

დღის ამბები