ლაგოდეხში გზა კეთდება - ტაბიძის ქუჩაზე ასფალტ-ბეტონის დაგებასთან ერთად, წესრიგდება სანიაღვრე არხები, ცხაურები, ეწყობა საკანალიზაციო სისტემა.
პროექტის შესასრულებლად 300 000 ლარამდეა გამოყოფილი. მიმდინარე სამუშაოები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.