07 აგვისტო 2026,   17:28
ვრცლად
"ამბასადორის" ეპიზოდთან ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს არანაირი შემხებლობა არ გააჩნია" - გელა უძილაურის ადვოკატი

სასამართლოში ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული გელა უძილაურის საქმის განხილვა, ევაკუაციის გამოცხადების გამო შეწყდა. დღეს ბრალდების მხარის მოწმეების ნაწილი გამოჰკითხეს. მკვლელობა 14 მარტს ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა.

პროკურატურის ინფორმაციით, უძილაურმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ლევან ჯანგველაძეს და მის მძღოლს გია ჩადუნელს. მიღებული მრავლობითი დაზიანების შედეგად ჯანგველაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

დაცვის მხარე ამბობს, რომ გელა უძილაურს "ამბასადორის" ეპიზოდთან კავშირი არ აქვს.

“ტაქსის მძღოლს მე კითხვა დავუსვი, ის დღის განმავლობაში ემსახურება 20-მდე პიროვნებას ხომ? მას ვკითხე თქვენ გახსოვთ ვიზუალით, 14 მარტს ყველა ადამიანის ამოცნობა შეგიძლიათ?, არ შემიძლიაო იძახის. "ამბასადორის" ეპიზოდთან ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს არანაირი შემხებლობა არ გააჩნია“, - განაცხადა გელა უძილაურის ადვოკატმა.

 

დღის ამბები