07 აგვისტო 2026,   01:30
ვრცლად
წალენჯიხაში იუსტიციის სახლი გაიხსნება

წალენჯიხაში იუსტიციის სახლი გაიხსნება. მშენებლობის ადგილზე სიმბოლური კაფსულა იუსტიციის მინისტრმა და იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ ჩაუშვეს. ფილიალში, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში რიგით მე-16 იქნება, იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ების ოფისებიც განთავსდება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია აცხადებს, რომ წალენჯიხაში მალე იუსტიციის სახლი აშენდება.

"ძალიან მალე დაიწყება ახალი იუსტიციის სახლის მშენებლობა წალენჯიხაში. აქ იუსტიციის სამინისტროს სერვისების მოწოდება აქამდე ხდებოდა, მობილური იუსტიციის სახლების მეშვეობით, მაგრამ იმედი გვაქვს, ძალიან მალე, მომავალი წლის ბოლოს, დავასრულებთ მშენებლობას და ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს ყველა სერვისით სარგებლობას,"- აცხადებს პაატა სალია.

დღის ამბები