10 აგვისტო 2026,   09:01
ვრცლად
"ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატი ადმინისტრაციულ ერთეულებში მოქალაქეებთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს

"ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატი ადმინისტრაციულ ერთეულებში მოქალაქეებთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს. 

დავით კოდუა, იუსტიციის მინისტრთან, სახელმწიფო რწმუნებულთან და პარლამენტის წევრებთან ერთად, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ კოკში მოსახლეობას შეხვდა; გააცნო ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა გააცნო.

"გაიმართა მოსახლეობასთან შეხვედრა სოფელ კოკში, სადაც ჩვენ ვეწვიეთ მათ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატთან, ბატონ დავით კოდუასთან ერთად. ჩვენ აქ დაგვხვდა სოფელ კოკის მაჟორიტარობის კანდიდატი, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან" ირაკლი ნარმანია. ეს არის წარმატებული ახალგაზრდა, რომელიც, დარწმუნებულები ვართ, ახალი ხმა იქნება საკრებულოში“, - აცხადებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია.

დღის ამბები