07 აგვისტო 2026,   02:27
ვრცლად
კრწანისის რაიონში, ერთ-ერთ ქუჩას ამიერიდან ალექსანდრე შიმკევიჩის სახელობის ქუჩა ეწოდება

ამიერიდან თბილისში ერთ-ერთ ქუჩას ალექსანდრე შიმკევიჩის სახელობის ქუჩა ეწოდება და ის კრწანისის რაიონშია. გახსნის ცერემონიას საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ალექსანდრე შიმკევიჩმა დიდი წვლილი შეიტანა თბილისის იერსახის ჩამოყალიბებაში. სწორედ მისი პროექტით აშენდა მე-19 საუკუნის ბოლოს საქართველოს დედაქალაქში არაერთი შენობა - მათ შორის კავკასიის აბრეშუმის სახლი, უზენაესი სასამართლო, რუსთაველის თეატრი, ფუნიკულიორის შენობა და კონსერვატორია.

"თბილისის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ერთ-ერთ ქუჩას თბილისში დარქმეოდა ალექსანდრე შიმკევიჩის ქუჩა. მისი მთლიანი საქმიანობა დაკავშირებული იყო ჩვენს ქალაქთან ძალიან მჭიდროდ, მის სახელთან არის დაკავშირებული ისეთი პროექტები, როგორიც არის რუსთაველის თეატრი, კონსერვატორია, უზენაესი სასამართლოს შენობა და კიდევ სხვა“, - აცხადებს თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლევან აბაშიძე.

დღის ამბები