07 აგვისტო 2026,   07:00
ვრცლად
"ქართული ოცნების"დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ახალგაზრდებს შეხვდა

"ქართული ოცნების"დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა დედოფლისწყაროს ცენტრალურ პარკში, ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე, მერობის კანდიდატმა, ახალგაზრდებს გააცნო მუნიციპალიტეტში უკვე განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია, ხაზი გაუსვა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით მომავალში დაგეგმილ, კიდევ უფრო მასშტაბურ ღონისძიებებს.

ახალგაზრდებმა ნიკოლოზ ჯანიაშვილს გაუზიარეს მუნიციპალიტეტის სამომავლო განვითარების შესახებ საკუთარი ხედვა და მოსაზრებები, რაც კანდიდატის თქმით, გათვალისწინებული იქნება დედოფლისწყაროში ახალგაზრდული ცხოვრების ხელშეწყობისა და სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვის პროცესში.

დღის ამბები