07 აგვისტო 2026,   06:44
ვრცლად
სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში - მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ "ნაციონალურ მოძრაობასა" და მასთან დაკავშირებულ პარტიებს, ჩადენილი დანაშაულებისთვის პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ

საკონსტიტუციო სასამართლოში სამართლებრივი პროცედურების დაწყების საფუძველი, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნაა. "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად, ის შეეხება პარტიებს ან კონკრეტულ პირებს, რომლებიც დასკვნის მიხედვით, წინა ხელისუფლების დროს დანაშაულებრივ საქმიანობაში იყვნენ ჩართულები და დღემდე ცდილობენ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას. პრემიერი ამბობს, რომ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში ოქტომბერში შევა.

საკითხზე პოლიტიკური შეფასებები კეთდება "ნაციონალურ მოძრაობაში". სააკაშვილის პარტიაში ამბობენ, რომ ხელისუფლების მცდელობას შედეგი ვერ ექნება.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ "ნაციონალურ მოძრაობასა" და მასთან დაკავშირებულ პარტიებს, ჩადენილი დანაშაულებისა და ანტიკონსტიტუციური ნაბიჯებისთვის, პოლიტიკურთან ერთად, სამართლებრივი პასუხისმგებლობაც უნდა დაეკისროთ. სასამართლოს მსჯელობის საგანი კი, მათი მმართველობის 9 წელთან ერთად, 2012 წლის შემდგომ განვითარებული პროცესებიც გახდება.

პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ, 460 გვერდიანი დოკუმენტი მოამზადა, რომელშიც წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ დანაშაულებზე და მტკიცებულებებზეა საუბარი. ასახავს კონკრეტულ ფაქტებსა და ჩვენებებს. 6 თვიანი მუშაობის პერიოდში ჩატარდა 46 სხდომა და გამოიკითხა 139 პირი. დასკვნის საფუძველზე, იურისტთა ჯგუფი, წარსადგენ დოკუმენტზე მუშაობას უახლოეს პერიოდში დაასრულებს, რის მერეც სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შევა.

დღის ამბები