განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის შეხვედრა ახალგაზრდებთან - გივი მიქანაძე იმ მოქალაქეებს გაესაუბრა, რომლებიც 3 თვის განმავლობაში, სამინისტროს სისტემაში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. ანაზღაურებადი სტაჟირების 3-თვიანი პროგრამა საჯარო დაწესებულებებში, ქვეყნის პრემიერის ინიციატივით, ერთი თვის წინ დაიწყო.