07 აგვისტო 2026,   05:53
ვრცლად
ჰქონდა ჯგუფში სხვადასხვა ტიპის მოწოდებები, პირად გვერდზე დაუმორჩილებლობის, ამბოხისკენ მოწოდება, ამ საკითხთან დაკავშირებით ქრისტინა ბოტკოველი გვპასუხობდა, რომ ეს მისი როგორც ხელოვანის მხატვრული ჩანახატი იყო - პროკურორი

საქალაქო სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციების და ფონდების წარმომადგენელთა გამოკითხვები გრძელდება. დღეს გამოძიების კითხვებს ჯგუფ დაიტოვეს დამფუძნებელი ქრისტინე ბოტკოველი იგივე ნენსი ვოლანდი უპასუხებდა. 

მუხლი, რომლითაც საქმეა აღძრული, ითვალისწინებს საბოტაჟის, უცხოური ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და ქვეყნის უშიშროების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზებას.

"გამოძიებით დგინდება, აღნიშნულ ჯგუფში ხდება მოწოდება და მათ შორის, აღნიშნული ჯგუფის საშუალებით ხდება სხვადასხვა აქციის დაორგანიზება, მათ შორის აქციების, რომელმაც ცალსახად მიიღო ძალადობრივი ხასიათი. ასევე ამ ჯგუფების საშუალებით, ფინანსური რესურსის მოძიება მას შემდგომ, რაც გარკვეულ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ გამოყენებული მათ ფინანსებზე ყადაღა სასამართლოს მხრიდან. ამ ჯგუფში ხდებოდა მოწოდება იმასთან დაკავშირებით, რომ ჯგუფი გამოყენებული იქნებოდა იმ მიზნით, რომ შეგროვებული იქნებოდა თანხა ჯარიმების გადასახდელად. ამ ჯგუფის ადმინისტრატორს ჰქონდა ჯგუფში სხვადასხვა ტიპის მოწოდებები. ასევე, პირად გვერდზე დაუმორჩილებლობის, ამბოხისკენ მოწოდება, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით ქრისტინა ბოტკოველი გვპასუხობდა იმას, რომ ეს მისი როგორც ხელოვანის მხატვრული ჩანახატი იყო მხოლოდ და არ ჰქონია შინაარსობრივი დატვირთვა, არც ერთ პირს არ მოუწოდებდა არც ამბოხისკენ და არც რაიმე ტიპის ძალადობისკენ", - აცხადებს პროკურორი ანა ხუბეჯაშვილი.

 

დღის ამბები