საქართველოს ჩემპიონი "აპოლო" ნიდერლანდების საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ - წყალბურთში ისტორიული შეხვედრის დაწყებამდე ორ საათზე ნაკლები რჩება
03-10-2025 18:44
ორ საათზე ნაკლები რჩება წყალბურთში ისტორიული შეხვედრის დაწყებამდე, რომელსაც საქართველოს ჩემპიონი "აპოლო" ნიდერლანდების საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებს.
თბილისის დროით 20:00 საათზე, "აპოლო" საბერძნეთში, ევროტურნირებზე სადებიუტო მატჩს გამართავს.