07 აგვისტო 2026,   05:21
ვრცლად
ყაზბეგის გამზირზე 32-ე და 34-ე ნომრების მიმდებარედ არსებულ სკვერებს რეაბილიტაცია ჩაუტარდათ

საფეხმავლო ბილიკები, 400-მდე სხვადასხვა სახეობის მცენარე და სასმელი წყლის შადრევანი - ეს ვაკის რაიონის კიდევ ერთი, განახლებული, რეკრეაციული სივრცეა, რომელიც სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ინტერესებზეა გათვლილი.

ყაზბეგის გამზირზე მდებარე სკვერის რეაბილიტაციისთვის ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

პროექტი თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურმა განახორციელა. ახლად რეაბილიტირებული სკვერში შესრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი გაეცნო. კახა კალაძის განცხადებით, თბილისში კიდევ არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი იგეგმება, რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული.

ყაზბეგის 32 ნომერში მდებარე განახლებული სკვერის რეაბილიტაცია 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. რეკრეაციული სივრცე მოქალაქეებს უკვე მასპინძლობს.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

დღის ამბები