"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ცნობით, წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელი, რომელიც ნაძალადევისა და ჩუღურეთის რაიონების ქუჩების ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა.
კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ტექნიკური სამუშაოების გამო, 11 ოქტომბრის დილის 10:00 საათამდე მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება.
"დღეს, 10 ოქტომბერს, ნაძალადევის რაიონში, გიორგი სააკაძის ქუჩა N75-ის მიმდებარედ, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელი, რომელიც ნაძალადევისა და ჩუღურეთის რაიონების ქუჩების ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა.
ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფები და დაზიანების აღსადგენად რთული ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, 11 ოქტომბრის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული ექნება: გურამიშვილის გამზირის, თიანეთის, ჩარგლის, სანზონის, დადიანის, ბენდელიანის, ბეჟანიშვილის, ვეკუას, ხიზაბავრის, ხუდადოვის, ლიახვის, გურგენიძის და ჭყონდიდელის ქუჩების ნაწილს.
ასევე - გუდამაყრის, ბუაჩიძის, სიხარულიძის, ჟინვალის, კურნატოვის, სართანიას, ზიგზაგის, ჭოპორტის, ღოღობერიძის, ღრმაღელის, ქსოვრელის, კნოლევის, დაისის, იმერეთის, ზედაზნის, რიონჰესის, მეუნარგიას, ზაზიშვილის, წრომის, ქებურიას, გლინკას, ხორნაბუჯის, გარეჯელის, გულრიფშის, ვეშაპურის, ბაჟანიშვილის, ბოგვის, რატევანის, შენგელაიას, ნაგომარის, მუხრანის, თამარაშვილის, ტოროშელიძის, გვაზაურის, სადმელის, სააკაძის, ნიკო მარის, წაღვერისა და გმირ კურსანტთა ქუჩებს.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ SMS-შეტყობინებით აწვდის. დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ასევე "ფეისბუქის" გვერდსა და ვებგვერდზე: www.gwp.ge," - აღნიშნულია განცხადებაში.