კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და გამორჩეული მიღწევებისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა ხელოვნების სფეროს 25 წარმომადგენელი დააჯილდოვა. საზეიმო ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში დილით გაიმართა.
სახელმწიფო ჯილდო გადაეცათ მუსიკოსებს, კომპოზიტორებს, პოეტებს, რეჟისორებს, მოქანადკეებს, მხატვრებს და კულტურის სფეროს სხვა წარმოამდგენლებს. პრეზიდენტმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა. მიხეილ ყაველაშვილმა მათი საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განსაკუთრებული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.
პრეზიდენტმა კულტურის სფეროს წარმოამდგენლები პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით დააჯილდოვა. ღონისძიებას ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილთან და თინათინ რუხაძესთან ერთად დაესწრო.
შეკრებილებს მიმართეს პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, კულტურის მინისტრმა. მათ ისაუბრეს შემოქმედებისა და კულტურის სფეროს მნიშვნელოვან როლზე ქვეყნის განვითარებაში.
კულტურის სფეროში გამორჩეული მიღწევისთვის და საქართველოსთვის გაწეული აღმატებული ღვაწლისთვის, ბრწყინვალების ორდენი დიმიტრი ხვთისიაშვილს, გიორგი ჯაფარიძეს, დავით მაღრაძეს, ჯემალ ბაღაშვილს და ლიანა სტურუას გადაეცათ. ხელოვნების სფეროს 20 წარმომადგენელს კი პრეზიდენტმა ღირსების ორდენი გადასცა.