რუსთავის ცენტრალურ პარკში ევროპის სპორტის კვირეული აღინიშნა. 2 დღის განმავლობაში სპეციალურად მოწყობილი სპორტულ სოფელში პროფესიონალი და მოყვარული სპორტსმენების საჩვენებელი გამოსვლები მიმდინარეობდა.
დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ ინდივიდუალურ და გუნდურ სპორტულ სახეობებში ჩართულიყვნენ.
სპორტის კვირეული ყოველ შემოდგომაზე ევროპის მასშტაბით ტარდება.